როგორ მიმდინარეობს ომიკრონით ავადობა - ჯანმოს განმარტება

არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პაციენტებში,

რომლებიც კორონავირუსის ახალი შთამით, "ომიკრონით" არიან ინფიცირებულები, COVID-19 უფრო მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

მანამდე ჯანმო-ში განაცხადეს, რომ ახალ შტამით გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.

"პირველადი მონაცემები მოწმობს, რომ "ომიკრონით" ინფიცირებული ადამიანები დაავადებას უფრო ადვილატ იტანენ, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ვან კერკხოვემ CBS-ის ეთერში.

მისი განმარტებით, ეს, შესაძლოა, პაციენტები ინფიცირების ადრეული სტადიებით იყოს გამოწვეული.

"შესაძლოა, რამდენიმე კვირა გავიდეს, სანამ ჩვენ ნამდვილად გავიგებთ, ამ პირებიდან რამდენს განუვითარდება სერიოზული დაავადება“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდა.

"მათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა დასჭირდებათ და ზოგიერთი მათგანი მოკვდება", - ვარაუდობს ჯანმო-ს წარმომადგენელი.

ვან კერკხოვე თვლის, რომ ჰოსპიტალიზაციის უფრო დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვიოს.

"ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მსოფლიოში "დელტას" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული ისედაც რთული სიტუაციის ფონზე მოხდეს", - განაცხადა მან და ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
წყარო: report.ge

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია