ოკუპანტები ზაპოროჟიეში 1 000-ზე მეტ ავტომობილს არ უშვებენ, რომლითაც უკრაინელები ევაკუაციას ცდილობენ
1 000-ზე მეტ ავტომობილს, რომლითაც უკრაინელების ევაკუაცია ხორციელდება, უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე არ უშვებენ, - ინფორმაციას რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოქალაქეებით სავსე ავტომობილები ქალაქ ვასილივკაში რუსეთის საგუშაგოზეა ჩარჩენილი.

„ვასილივკაში ოკუპანტები ზედიზედ მეოთხე დღეა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 000-ზე მეტ ავტომობილს არ უშვებენ“, - აცხადებენ სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, მანქანებში ქალები და ბავშვები არიან და მათ უმეტესობას საკვებისა და წყლის ფული აღარ აქვს.

უკრაინის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი Telegram-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მანქანების გრძელი რიგი ჩანს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები