რა პოზიციას იკავებს მარნეულის მერიაში ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო კამპანიის ხელის შეშლაში მონაწილე მოხელე
2 ივლისს, მარნეულში,  ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულებმა სცადეს. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა. საჯარო მოხელეების ამოცნობა მოსახლეობას არ გასჭირვებია, რასაც  ვერ ვიტყვით ზარქუას შემთხვევაში. სამოქალაქო აქტივისტებს და მედიას არ ჰქონდა ინფორმაცია თუ რა პოზიციას იკავებდა ზარქუა მარნეულის მუნიციპალიტეტში. საჯარო მოხელის თანამდებობის გარკვევა რადიო „მარნეულმა“ მერიაში სცადა.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური წერილით მიმართვის შემთხვევაში მოგვცემდნენ. 

რომელი წლიდან მუშაობს მარნეულის მუნიციპალიტეტში ირმა ზარქუა, რა თანამდებობას იკავებს,  რამდენია მისი ყოველთვიური ანაზღაურება, მუნიციპალიტეტში მუშაობის პერიოდში აქვს თუ არა მიღებული ფულადი ჯილდო და რა უფლება-მოვალეობები აკისრია მას - ამ კითხვებს  ადგილობრივმა თვითმმართველობამ 7 დღეში, ტრადიციულად არასრულად უპასუხა.

გაირკვა, რომ ზარქუა მერიის მოსაკრებლის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 2021 წლის 29 ივლისიდან მუშაობს.  რაც შეეხება მის სახელფასო ანაზღაურებას, მერიამ მისი მოძიება ჩვენ დაგვავალა და ინფორმაციის მისაღებად საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გადაგვამისამართა. ირმა ზარქუას ყოველთვიური ანაზღაურება 1 650 ლარს შეადგენს.

ინფორმაციიის მოძიება ვცადეთ მერიის კიდევ ერთ თანამშრომელზე, რიმა ოთარაშვილზე, რომელიც ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩაშლაში. მერიის პასუხი ამ შემთხვევაშიც არასრულად მივიღეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ოთარაშვილი არის ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც თვითმმართველობაში 2016 წლის 29 იანვრიდან მუშაობს.

გთავაზობთ მერიის მერ გაცემულ პასუხს ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებზე:

"მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული თქვენი 2022 წლის წერილის პასუხად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაკრებლის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ირმა ზარქუა მუშაობს 2021 წლის 29 ივლისიდან. ხოლო, ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმორბისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე რიმა ოთარაშვილი 2016 წლის 29 იანვრიდან. ასევე გაცნობებთ, რომ მათ არ აქვთ მიღებული ფულადი ჯილდო. რაც შეეხება სახელფასო სარგოს შესახებ ინფორმაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სახელფასო სარგოს შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ matsne.gov.ge - ზე." - წერია მერიის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში

2 ივლისს, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდებოდა და ბუკლეტებს არიგებდა. აქტიური მოქალაქეები ადგილორბრივებს ევროკავშირის ღირებულებებზე და იმ ნაბიჯებზე ესაუბრებოდნენ, რაც საქარველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გააკეთოს. ამ პროცესში აქტივისტებს ხელი შეუშალეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები