“ცოტა ხანში გახდება ცნობილი"- კენან ომაროვის პასუხი მერიაში საკადრო ცვლილებების შესახებ
მარნეულის მერი კენან ომაროვი მუნიციპალიტეტში დაბრუნდა მაგრამ ჯერ კიდევ არ აკეთებს განმარტებას, თუ რატომ გახდა საჭირო მერიის სამსახურების ხელმძღვანელების ცვლილება.

გასულ კვირას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ სამსახურების უფროსების ცვლილებებთან დაკავშორებით კომენტარის გაკეთება მხოლოდ მარნეულის მერს, კენან ომაროვს, შეეძლო, ის კი პოლონეთში იმყოფებოდა ვიზიტით. მერი მარნეულში ორშაბათს დაბრუნდა და სხვადასხვა შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა. რადიო "მარნეულისათვის" მერიიდან არ უცნობებიათ არცერთი შეხვედრის ჩატარების შესახებ, რომელსაც მერი ესწრებოდა.

15 სექტემბერს მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ წოფში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს. რადიო "მარნეულმა" სკოლოს გახსნის შესახებ იმფორმაცია სანდო წყაროს მეშვეობით გაიგო, მერიას არც ამ შეხვედრის შესახებ მოუწოდებია ჩვენთვის ინფორმაცია. წოფში მისულებს მარნეულის მერი კენან ომაროვიც იქ დაგვხვდა, მაგრამ მან კვლავ არ უპასუხა კითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო სამსახურის უფროსების ცვლილება.

"საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ყველანაირი ინფორმაცია ცოტა ხანში". - განაცხადა კენან ომაროვმა

გთავაზობთ მერიის სამსახურების უფროსების ჩამონათვალს რომლებმაც სამუშაო პოზიცია შეიცვალეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია რადიო „მარნეულმა“ სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მოიპოვა, მერიაში კი ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი ცვლილებების შემდეგ მერის მრჩეველი გახდა, ინფორმაცია მან თავად დაგვიდასტურა. უცნობია ვინ უხელმძღვანელებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.

ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა გიორგი მეურმიშვილმა დაგვიდასტურა, რომ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ვაჟა შუბითიძის ადგილი დაიკავა. ვაჟა შუბითიძემ კი (დაუზუსტებელი ინფორმაციით) მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარის მრჩეველის ადგილი დაიკავა.

რადიო „მანრეულის“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ახალ უფროსად ნინო დეკანოიძე დაინიშნა, რომელიც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსურლებელი მამუკა შუბითიძე გახდა. შუბითიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება და სამსახურის ახალი უფროსი კონკურის საფუძველზე შეირჩევა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობა დატოვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მუმლაძემაც, რომელიც მარნეულის მერის თანაშემწე გახდა.

რადიო "მარნეული"

ყიდს ფოტო აღებულია მარნეულის მერის ოფიციალურ ფეიქბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები