ქენან ომაროვი ოჯახსა და ახლობლებს თერჯოლის მერის გარდაცვალებას უსამძიმრებს

მარნეულის მერმა კენან ომაროვმა თერჯოლას მერი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალება მის ოჯახს, მეგობებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ინფორმაცია მერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

„ჩემი კოლეგის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოვთქამ. ვუსამწიმრებ მის ოჯახს, ახლობელებს და მეგორებს“.

აღსანიშნავია, რომ თერჯოლას მერი ლაშა გოგიაშვილი მუნიციპალიტეტის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოტოციკლეტით მოძრაობის ავარიაში მოყვა და დაიღუპა.

მოტოციკლეტისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შემდეგ თერჯოლას მერი ქუთაისის საავადმყოფოში განათავსეს.

ექიმების მცდელობის მიუხედავად 42 წლის მერის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლაშა გოგიაშვილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თერჯოლის მერად მეორე ვადით აირჩიეს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები