მარნეულის მინივენებმა თბილისის მიმართულებით გრაფიკი შეცვალეს
მარნეულის მინივენების სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. ცვლილება მგზავრთა ნაკადის გაზრდას უკავშირდება. როგორც მინივენების წარმომადგენელი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს,  პირველ მარშრუტს ტაქსი დილის 06:00 საათზე ასრულებს.

"დილის ექვსის ნახევრიდან ვიწყებთ მუშაობას. პირველი მანქანა 06:00 საათზე გადის. მოემატა მგზავრები. ძალიან ბევრი სტუდენტია ახლა. 5 წუთში ივსება 3-4 მანქანა და თბილისიდან გამოდიან ყოველ 15 წუთში. რა საცობებიც არის, ჩემზე კარგად მოეხსენებათ 45 წუთში-1 საათში ჩამოდიან მანქანები. მარნეულიდან ბოლო რეისი 18:30 საათზე გადის, თბილისიდან დაახლოებით რვის ნახევარზე. თუ საცობები არ იყო ამ შემთხვევაში", - აღნიშნავენ კომპანიაში

შეიძლება ითქვას, რომ მინივენები მარნეულისთვის ერთ-ერთი კომფორტული საშუალებაა და ხშირად მას სტუდენტები იყენებენ. მარნეულს  30 ტაქსი ემსახურება. ერთი გზა 3 ლარი ღირს. თბილისიდან წამოსვლა ყველაზე გვიან დაახლოებით რვა საათამდე შეგიძლიათ. მარნეულიდან თბილისში წასვლა შვიდის ნახევრამდეა შესაძლებელი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები