რატომ უნდა ივაჭროთ მარნეულის ბაზარში
გზა უფრო იაფი და ხარისხიანი პროდუქტების შესაძენად მარნეულამდე მოგიყვანთ.

ყველაზე ცნობილი მარნეულის ბაზარი დიდ არჩევანს გთავაზობთ. დედაქალაქთან შედარებით ბევრად იაფად შეძლებთ შეიძინოთ ბოსტნეული და საყოფაცხოვრებო პროდუქცია.



დიახ, გზის ფულსაც აინაზღაუებთ. მარნეულის ბაზარში ძირითადად ადგილობრივი წამოების ბოსტნეული იყიდება. ტერიტორია მომხმარებლებს ზაფხულში დილის 04:00 საათიდან იღებს. აქ ხშირად მოვაჭრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიან.






მარნეულის აგრალურ ბაზრში ასობით დახლია, სადაც ძირითადად ადგილობრივი პროდუქტები იყიდება.



გთავაზობთ 13 ოქტომბერს არსებულ ფასებს:
  • 1 კილოგრამი ქათამი - 14 ლარი
  • 1 კილოგრამი კიტრი - 0.80 ლარი
  • 1 კილოგრამი პომიდორი - 1.80 – 2.50 ლარი
  • 1 კილოგრამი ბადრიჯანი - 1.50 – 2 ლარი
  • 1 კილოგრამი პარკილობიო - 1.50 ლარი
  • 1 კილოგრამი მწვანე ბულგარული - 1.50 ლარი
  • 1 კილოგრამი ნიორი - 5 ლარი
  • 1 კილოგრამი ნესვი - 3 ლარი
  • 1 კილოგრამი საზამთრო - 0.80 ლარი
  • 1 კილოგრამი ლიმონი - 5-6 ლარი
  • 1 ცალი ანანასი - 10-15 ლარი
  • 1 კილოგრამი ნუში - 15 ლარი
  • 1 კილოგრამი წაბლი - 10 ლარი
  • 1 კილოგრამი თხილი - 7 ლარი
  • 1 კილოგრამი კაკალი (გასარჩევი) – 7- 15 ლარი
  • 1 კილოგრამი ლეღვი - 5 ლარი
  • 1 კილოგრამი მანდარინი - 5 ლარი
  • 1 კილოგრამი ბანანი - 4 ლარი
  • 1 სათლი ჟოლო - 7 ლარი
  • 1 კილოგრამი მარწყვი - 8 ლარი


პროდუქტების გარდა მარნეულში საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი არჩევანიცაა. მაგალითად, ოთახის ჩუსტები 10 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე მერყეობს.



მრავალფეროვანია ჭურჭლის არჩევანიც 6 ცალი ჩაის ჭიქის ღირებულება 5 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე მერყეობს.



ჩაიდნების ფასი 12 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ღირს.



ბაზარში ახალი შემოსულია ხინკლის შესახვევი ხელსაწყო. მისი ღირებულება ზომების მიხედვით განისაზღვრება.


ყველაზე მცირე ზომის 13 ლარი, ხოლო დიდი ზომის ხინკლის შესახვევი 20 ლარი ღირს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები