საიმერლოს საბავშვო ბაღის გამგის ადგილი ვაკანტურია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საბავშო ბაღში ახალ გამგეს, სავარაუდოდ, ერთ თვეში დანიშნავენ. როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. მათ შორის კანდიდატების მოძიებასთან და მათ შერჩევასთან.

ჯერჯერობით, მოვალეობას ექთანი ასრულებს. ასე უცებ არ ხდება დანიშვნა. უნდა შევარჩიოთ კანდიდატები, დაველაპარაკოთ. ვერ გეტყვით რამდენ ხანში შეიძლება ავირჩიოთ, მაგრამ შეიძლება ერთი თვეც დასჭირდეს“ - ამბობს ზაურ ქარამოვი. 

საიმერლოს საბავშვო ბაღს 26 წლის განმავლობაში აზა ხარშილაძე ხელმძღვანელობდა.

10 ოქტომბერს რადიო „მარნეულისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საიმერლოს ბაღის გამგე აზა ხარშილაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ზაურ ქარამოვის განმარტებით, განთავისუფლების მიზეზი ბაღის მართვის პროცესებში დაშვებული შეცდომებია. ბოლო მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ, სასმელი წყლის უქონლობის გამო ბაღის ერთი დღით დახურვას უკავშირდება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აზა ხარშილაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანების არგუმენტი მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უსამართლოა. ამბობს, რომ სასმელი წყლის პრობლემა ბაღში მისი ბრალეულობით არ შექმინილა. ბაგა ბაღებში გაკეთეული შეტყობინების შემდეგ დროული რეაგირება თავად გაერთიანებას უნდა მოეხდინა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები