მარნეულში სეზონური ინფექციების რიცხვმა იმატა
მარნეულის საავადმყოფოებში სხვადასხვა სეზონური ინფექციებით მიმართვიანობა გაიზარდა. რადიო „მარენულმა“ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სამედიცნო დაწესებულებაში დარეკა. როგორც მარნეულის ავერსის პედიატრიული დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი, ილონა ხიზანეიშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში მათ სამედიცინო დაწესებულებას დიარეით და ცხელებით მომართავენ. სტაციონარში სხვადასხვა პრობლემით ყოველდღიურად დაახლოებით 30 ბავშვი მკურნალობს.

„ბოლო რამდენიმე თვეა გახშირებულია დიარეით მომართვიანობა. ეს დიარეა არამხოლოდ ენტეროვირუსებს ახასიათებს, არამედ სხვადასხვა დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია. ვირუსოლოგიის კვლევა ნამდვილად ენტეროვირუსია თუ არა, ძალიან იშვიათად ხდება. ზოგადად, ენტეროვირუსი ნამდვილად მიმდინარეობს დიარეით, ახასიათებს ცხელება, გულისრევა, თუმცა არა მხოლოდ ენტერიტი. ენტეროვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ღურუს ორგანოების დაავადებები. ჩვენ გვაქვს გადაუდებელი ამბულატორია, რეანიმაციაც, სტაციონარიც. დაახლოებით 30 პაციენტს ვმკურნალობთ ყოველდღე და მომართვიანობის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, სერთო სისუსტე ღებინების და დიარეის ფოზე. ენტეროვირუსული ინფექციები უფრო ხშირად ზაფხულში ვრცელდებოდა, თუმცა ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერშიც არ შეწყვეტილა მომართვიანობა მსგავსი ჩივილებით. სტაციონარში ყოველდღიურად 30 პაციენტი გვყავს ხოლმე დაახლოებით და აქედან არის რა თქმა უნდა არის რესპირაციული ინფექციები, პნევმონია ბრონქიტი და ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი არის ღებინება, დიარეა. თუ გასულ წელს მოგვმართავდა 30% , ახლა შეიძლება იყოს 50% ეს არის დიარეით მიმდინარე, რომლის მიზეზიც ნამდვილად შეიძლება იყოს ენტეროვირუსი. “

სასუნთქი გზების პრობლემით მკურნალობენ ბავშვები მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი ტატა შენგელაია ამბობს, მომართვიანობა მაღალია, თუმცა ამ ეტაპზე მათთან 4 პაციენტი მკურნალობს.

„არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ ბრონხიტები, პნევმონიები. ეს ყველაფერი თავისთავად უკავშირდება სეზონს. აცივდა, ამინდი შეიცვალა და რა თქმა უნა, წამოვიდა (ინფექციები) ეს ჩვეულებრივი ამბავია. მომართვით ბევრი მოგვმართავს, სტაციონარში ყველა არ არის ხოლმე დასაწვენი“ - ამბობს ტატა შენგელაია.

კიდევ ერთი საავადმყოფო, სადაც ბავშვებს მკურნალობენ, მარნეულის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაა. კლინიკის ხელმძღვანელის, კობა ოთარაშვილის თქმით, ამ პერიოდში რესპირაციული ინფქციები სეზონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მათ კლინიკაში მსგავსი ჩივილებით მიმართვიანობა ყოველწლიურად თითქმის ერთი და იმავეა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები