მარნეულის 74-ივე საჯარო სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს - სერტიფიცირების პროცესი იწყებ
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი იწყება. რეგისტრაცის გავლა 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლის დირექტორებს თანამდებობაზე ყოფნის 6 წლიანი ვადა 2020 წელს ამოეწურათ. 74-ივე საგანმანათლებლო დაწესებულებას ახლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.

დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია უნდა გაიაროონ შესაბამის ბმულზე https://directors.mes.gov.ge

სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge

26 ოქტომბრიდან დირექტორობის მსურველებს ექნებათ საშუალება, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

1. სკოლის დირექტორის სტანდარტი;
2. განათლების ხარისხის მართვის მექანიზმები;
3. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება;
4. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება;
5. სასკოლო კურიკულუმის დანერგვა: მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესი;
6. სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება;
7. ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
8. ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება;
9. მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვა;
10. საინფორმაციო რესურსები და სტრატეგიული კომუნიკაცია;
11. მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები;
12. სასკოლო კულტურის ფორმირება.


სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები