მარნეულის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საკრბეულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მიმდინარე კვირაში განიხილავს ანგარიშს და საკრებულოს შემდეგი სხდომისათვის საკუთარ შეფასებას დადებს.

„ანგარიშის განხილვა აუცილებლად გამოქვეყნდება. ჩვეულებრივად ღია განხილვა იქნება კომისიაში და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დასწრება. ეს არის 9 თვის შედეგები, ჩვენ ჩვეულებრივ ყველა კავრტლის შედეგებს ვიხილავთ ხოლმე“.

მარნეულის საკრბეულოს აპარატის უფროსის განმარტებით, მომდევნო საკრებულოს სხდომამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისისა ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშს შეაფასებს რის შემდეგაც საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები