მარნეულის მერიამ „შინ ევროპისკენ“ აქციის ჩაშლაში მონაწილე მოხელეების დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაადგინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის თანამშრომლების მხირდან, 2 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაადგინა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ განაცხადა, რომ მერიისაგან ითხოვნდნენ იმ საჯარო მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დადგენას, რომლებიც მარნეულის ბაზრის მიმდებარედ გამართული აქციის „შინ ევროპისკენ“ ჩაშლას ცდილობდნენ.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო მოხელეებს ეკისრებათ კონკრეტული ეთიკის ნორმების დაცვა. ნებისმიერი საჯარო მოხელე ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურის პრინციპები, ნეიტრალიტეტი და თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან რომელიც საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. ასევე, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მეცამეტე მუხლის შესაბამისადაც საჯარო მოხელემ საკუთარი მოვალეობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი კარგად ასახავს აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლებების შეზღუდვას, რასაც თავად მერიის თანამშრომლები ცდილობდნენ და ამის გამო ჩვენ იძულებული გავხდით შევჩერებულიყავით და ვერ გავაგრძელეთ ჩვენი დაგეგმილი ღონისძიება რომელიც ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად. ამ ადამიანების ქმედებები იყო საკმარისი იმისათვის, რომ მათი დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგეს, მაგრამ სამწუხაროდ მერიის კონკრეტულმა სამსახურმა, ინსპექტირებისა და დისციპლინური წარმოების სამსახურმა ვერ დაადგინა დარღვევა“.

სამირა ბაირამოვას განცხადებით, ვინაიდან მარნეულის მერიამ თანამშორმლების დისციპლინური გადაცდომა ვერ დაადგინა, დღეს, 21 ნოემბერს, მერიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

„დღეს უკვე შევიტანეთ საჩივარი ბოლნისის სასამართლოში. ვინაიდან მერიის სამსახურმა აღნიშნა, რომ მის თანამშრომლებს არანიარი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენიათ შესაბამისად თავად მუნიციპალიტეტს ვუჩივით ჩვენ სასამართლოში. ამ შემთხვევაში მეორე მხარეს წარმოადგენს მარნეულის მერია. მთავარი მოთხოვნა კი არის ის რომ დადგინეს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ მოხელეების, რადგან მარნეულის მერიამ ეს თავად არ გააკეთა“.

2 ივლისს, მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდებოდა და ბუკლეტებს არიგებდა. აქტიური მოქალაქეები ადგილორბრივებს ევროკავშირის ღირებულებებზე და იმ ნაბიჯებზე ესაუბრებოდნენ, რაც საქარველომ ვროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გააკეთოს. ამ პროცესში აქტივისტებს ხელი შეუშალეს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

როვშან ისკანდაროვი, ბესიკ გელენიძე, სოსო ინაძე, რიმა ოთარაშვილი, ირმა ზარქუა, გელა მუმლაძე, ქამრან კირიაკოვი, გიორგი მთვარელიძე, ალექსანდრე ურუმოვი, კაკო შუბითიძე, გასან გასანოვი, შერმადინ ბოჭოიძე, მამუკა ხარშილაძე, - ეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს იმ თანამშრომლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მარნეულში, 2 ივლისს ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ხელის შეშლაში იღებდნენ მონაწილეობას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები