მარნეულში ფილმის ფესტივალი “GİPADOCU2022”ჩატარდა

27 ნოემბერს „მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში“ პროექტ “GİPA MEDİA LAB”-ის ფარგლებში “GİPADOCU2022” ფილმის ფესტივალი ჩატარდა.



ინფორმაცია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახალი აზროვნების ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა არიზ დაშდემირლიმ განაცხადა. მისი თქმით, კურსის ფარგლებში ახალგაზრდებმა ადგილობრივ ან გლობალურ დონეზე პრობლემური თემები აირჩიეს და შესწავლილი ტენქიკური უნარების გამოყენებით მულტიმედია პროექტები და მოკლემეტრაჟიანი ფილმები მოამზადეს. შემდეგ კი ჯიპას მიერ ორგანიზებულ ფილმის ფესტივალის „GİPADOCU2022”-ის ფარგლებში ჟიურის და საზოგადოებას წარადგინეს.

„პროექტის ფარგლებში ჯიპას ტრენერები სათემო ცენტრებში უფროსკლასელებს ფოტო და ვიდეო გადაღებას და მონტაჟს ასწავლიან. კურსის ფარგლებში ახალგაზრდები ადგილობრივ ან გლობალურ დონეზე პრობლემურ თემებს ირჩევენ და შესწავლილი ტეკნიკური უნარების გამოყენებით მულტიმედია პროექტს ან მოკლემეტრაჟიან ფილმს ამზადებენ. ჯიპას მიერ ორგანიზებულ ფილმის ფესტივალზე „GİPADOCU2022” ნამუშევრები ჟიურის და საზოგადოებას წარუდგინეს. მათ მიერ მომზადებული ისტორიები ჟიურის მიერ შეფასდა და გამარჯვებულები დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ პროექტი პარალელურად ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სამთსხე -ჯავახეთის რეგიონშიც ხორციელდება. აღნიშნულ კონკურსში ორვე რეგიონის ახალგაზრდები ერთად იღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ პროექტი ახალგაზრდების ინდივიდუალურ განვითარებას, მათში სამოქალაქო აზრის ჩამოყალიბებას სერიოზულად დაუჭერს მხარს. მინდა აღვნიშნო, რომ უკვე სამმა მოსწავლემ ამ უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა და ამით ძალიან ამაყი ვართ. ორგანიზაციის სახელით პროექტის განხორციელებაში ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ყველას ვუხდით მადლობას“ - აცხადებს არიზ დაშდემირლი

არიზ დაშდემირლის თქმით, უკვე 4 წელია რაც ახალი აზროვნების ინსტიტუტი საქართველოს საჯარო საქმეთა ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტის “GİPA MEDİA LAB” ადგილობრივი პარტნიორია.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები