მარნეულში საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს
მარნეულში საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. კონსტუქცია მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორაზე ეწყობა. ადგილობივმა თვითმმართველობა ახალი ხელოვნული ნაძვის ხე გადაუდებელი აუცილებლობით, შპს ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი - ისგან 70`800 ლარად იყიდა.

ხელოვნური ნაძვის ხის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

• ზომა: არანაკლებ 15 მეტრი
• დიამეტრი: არანაკლებ 7.5 მეტრი
• რკინის კარკასით
• სადა მწვანე
• ტოტების
რაოდენობა: არანაკლებ 600ცალი
• კარკასზე დასამაგრებელი ტოტი


საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მარნეულში 20 დეკემბერს გაიმართება. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე გაიმართება კონცერტიც.

მარნეულის მერია მასშტაბური საახალწლო ღონისძიების გამართვას გეგმავს 30 დეკემბერს, რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 136 421 ლარი გამოყო. აღნიშნული კონცერტის მომსახურების შესყიდვას თვითმმართველობა ასევე გამარტივებული წესით აპირებს. გამარტივებული წესით შეისყიდა მერიამ საახალწლოდ ქუჩების ილუმინაციებით მორთვის სამუშაოებიც, რაშიც 197 100 ლარი დაიხარჯება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345