ჩაერიცხებათ თუ არა მარნეულის ბაღის თანამშრომლებს დანამატი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე წელს დანამატი გაიცემა. ინფორმაცია ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა დაგვიდასტურა და თქვა,რომ სახელფასო დანამატი ყველა თანამშრომელს დაერიცხება, თუმცა არ გვიკონკრეტებს თანხის ოდენობას.

„თანხის ოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა გიდასტურებთ, რომ დანამატები იქნება. თავის ანგარიშებზე ნახავენ", - ამბობს ქარამოვი

სახელფასო დანამატს ბაგა ბაღების გაერთიანება თითქმის ყოველი წლის დასასრულს გასცემს. ბოლოს გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დანამატების არგაცემის მიზეზად პანდემია დაგვისახელეს.

მარნეულის ბაღებში საახალწლო არდადეგები 29 დეკემბრიდან გამოცხადდება. სააღმზრდელო დაწესებულება მუშაობას 16 იანვარს განაახლებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები