საბირქენდის ახლადაშენებულ სკოლაში სასწავლო პროცესი შესაძლოა 16 იანვრიდან დაიწყოს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეორე სემესტრიდან სწავლებას, სავარაუდოდ, ახლადაშენებულ სკოლაში გააგრძელებენ. 450 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულების მშნებლობა რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.

ამავე სკოლის დირექტორის საბინა მამედოვას თქმით, სკოლა სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით. მარნეულის საგანმანთლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ საბირენდის სკოლაში მცირე სამუშაოებია დარჩენილი და არ გამორიცხავენ, რომ სასწავლო პროცესი 16 იანვრიდან დაიწყოს.

ოთხი წლის განმავლობაში მოსწავლეები და მასწავლებლები ჯერ ალგეთის სკოლაში, მოგვიანებით კი ქალაქ მარნეულის N4 საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საბირქენდი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 6.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამში 8 სკოლის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები