400 000 ლარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის და 20 000 ლარი მეჩეთების და ეკლესიების კომუნალურიებისათვის - 2023 წლის ბიუჯეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2023 წლის განმავლობაში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას 400 000 ლარით დააფინანსებს. მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობისათვის სულ 420 000 ლარია გამოყოფილი.

„ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, კერძოდ 400 000 ლარით დაფინანსდება „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია“, სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-შენახვის ხარჯების დასაფარად, ხოლო 20 000 ლარი განსაზღვრულია რელიგიური დაწესებულებების კომუნალური გადასახადებისათვის“. - აღნიშნულია მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ქვეპროგრამაში

ადგილობრივი თვითმმართველობა 2023 წლის განმავლობაში გადაიხდის ეკლესია-მონასტრებისა და მეჩეთების კომუნალურ გადასახადებსაც, რისთვისაც ბიუჯეტში 20 000 ლარია გამოყოფილი.

კომუნალური გადასახადების დაფარვა ხდება შემდეგი წესით :
1. იმ ეკლესია-მონასტრებისათვის და მეჩეთებისათვის რომელიც ქალაქ მარნეულში მდებარეობს-300 ლარამდე
2. ეკლესია-მონასტრებისათვის და მეჩეთებისათვის რომელიც სოფლად მდებარეობს და არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი -100 ლარამდე
3. ეკლესია-მონასტრებისათვის და მეჩეთებისათვის რომელიც სოფლად მდებარეობს და არის შეყვანილი ბუნებრივი აირი - 50 ლარამდე.

ბოლნისის რაიონულმა სასმართლომ მარნეულის ბიუჯეტში რელიგიური ორგანიზაციებისათვის თანხების გადანაწილება დისკრიმინაციულად 2022 წლის 1 ივლისს შეაფასა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასმართლოში მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაასაჩივრა. საქმე ეხება, 2019 წელს დაწყებულ დავას, რომლის მოსარჩელეები მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაგი ასადოვი არიან.
8 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლეილა მამულაშვილმა მარნეულის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებული ბოლნისი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები