მარნეულის მერია 2023 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 4 597 100 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვსი 2023 წელს 4 597 100 ლარს დახარჯავს. მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარის ფართობი დღეის მდგომარეობით 540 კვადრატული კილომეტრია, საგზაო სტანდარტებს კი მხოლოდ 55% აკმაყოფილებს.

„მუნიციპალიტეი გეგმავს მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გზების მთლიანი მოცულობის 20 პროცენტის მშენებლობა რეაბილიტაციას. ასევე ყურადღება ექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ
შეკეთებებს, ზამთარში მარილის მოყრას, ასევე გზების დახაზვა, შუქნიშნების მონტაჟი და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა“.
- აღნიშნულია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაში

4 597 100 ლარი გადანაწილებულია გზების მიმდინარე მოვლა-შენახვის და გზების მშენებლობა და რეაბილიტაციის ქვეპროგრამებზე.

გზების მიმდინარე მოვლა-შენახვის ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებულია 650 000 ლარი.

„ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების ხარისხიანი შენარჩუნება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ასფალტის გზის საფარი დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ არის დაზიანებული, პროექტის მიზანია განხორციელდეს გზის დაზიანებული საფარის ორმოული შკეთება, ასევე წლის განმავლობაში დაზიანების შემთხვევაში ოპერატიულად განხორციელდეს გზის სავალი ნაწილის მონიშვნა ნიშანსადები საღებავით, მიწის ვაკისის მოშანდაკება ავტოგრეიდერით, ბზარების ამოვსება ა/ბ ნარევით, მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებლობიდან გამომდინარე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების და საგზაო ნიშნების მოწყობა“ - აღნიშნულია ქვეპროგრამის აღწერაში

გზების მშნებლობისა და რეაბილიტაციის ქვეპროგრამისათვის კი 2023 წელს მარნეულის მერია 3 947 100 ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხით იგეგმება ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩის ფართომასშტაბიანი მშენებლობა-რეაბილიტაციაც.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის საფარი დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ არის დაზიანებული, პროექტის მიზანია თანდათანობით განხორციელდეს გზების სრული რეაბილიტაცია, ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მომავალი წლებში რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტების შესყიდვა და რეაბილიტირებული პროექტების ზედამხედველობა“ - აღნშნულია გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში

ამავე ქვეპროგრამაშია შესული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების თანადაფინანსებაც. ფონდის მიერ მარნეულში 2023 წელს ოთხი პროექტი განხორციელდება.
გთავაზობთ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფოდის მიერ მარნეულში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალსა და მერიის თანადაფინანსების წილს.

ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე არსებული დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია - მარნეულის მერიის თანადაფინანსება 94 692 ლარი;
სოფელ ბაიდარის შიდა გზების რეაბილიტაცია - მარნეულის მერიის თანადაფინანსება 18 003 ლარი;
სოფელ მოლაოღლის გზის მოასფალტება - მარნეულის მერიის თანადაფინანსება 15 088 ლარი;
ქალაქ მარნეულში, აღაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია - მარნეულის მერიის თანადაფინანსება 57 755 ლარი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები