მარნეულის მერია 2023 წელს სპორტული სფეროს განვითარებაში 5 569 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2023 წლის განმავლობაში სპორტული სფეროს განვითარებისათვსი 5 569 000 ლარს დახარჯავს. მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სპორტული სფეროს განვითარებისათვის გამოყოფილი თანხა სამ ქვეპროგრამაზე გადანაწილდება, ეს ქვპროგრამებია - სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა, სპორტული ღონისძიებები და სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა.

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა გულისხმობს მარნეულის მუნიციპალიტეტის „სპორტული სკოლის“ დაფინანსებას. ბიუჯეტიდან „სპორტსკოლა“ 2023 წელს 2 050 000 ლარს მიიღებს.

„ააიპ "მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა" - უზრუნველყოფს სპორტული სექციების მუშაობას 19 სპორტის სახეობის მიმართულებით, 33 სპორტულ ობიექტზე, 70 ჯგუფის და 64 მწვრთნელის მეშვეობით, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის (3 დან - 25 წლამდე)დაახლოებით 1400 ბენეფიციარს. გახსნილია სპორტული წრეები შემდეგი მიართულებით: ქართული ჭიდაობა, ძიუდო(საბავშვო ძიუდო), თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, ტეკვონდო, კიკბოქსინგი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ბატუტზე ხტომა, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული აკრობატიკა, მშვილდოსნობა, მკლავჭიდი, კარატე, ჭადრაკი, ძალისმიერი სამჭიდი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2023 წელს იგეგმება ორი სპორტის სახეობის, მძლეოსნობის და გოგონათა ფრენბურთის დაფუძნება მარნეულის მუნიციპალიტეში“ - აღნიშნულია ქვეპროგრამის აღწერაში

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში გაწერილია თუ რა მიზნებისთვისაა გამოყოფილი ორ მილიონ ლარზე მეტი „სპორტსკოლის“ დასაფინანსებლად.

”სკოლა გეგმავს და ახორციელებს სპორტულ ღონისძიებებს, როგორც სამოყვარულო ასევე პროფესიული სპორტის მიმართულებით ყველა ასაკობრივ ჯგუფში; სკოლა გეგმავას და ახორციელებს ღონისძიებებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და სპორტის მასობრიობის მიმართულებით, ასევე ხელს უწყობს მის დანერგვასა და პოპულარიზაციას; სკოლა ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებს და ახორციელებს მათ სტიპენდირებას, ასევე უზრუნველყოფს ცენტრში სპორტულ სექციებზე მოსიარულეთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. სპორტული სკოლა, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სპორტული ჯგუფების თანაბარ ხელმისაწვდომობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 18 ადმინისტრაციული ერთეულიდან მინიმუმ ერთი სპორტული ჯგუფი ფუნქციონირებს 13 ერთეულში. სპორტული სკოლა საქმიანობის ფარგლებში პრიორიტეტს ანიჭებს იმ სპორტის სახეობების გაფართოვებას, რომლებიც უკთესად უზრუნველყოფენ გოგნებისა და ბიჭების შედარებით თანაბარ ჩართულობას. სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს მშვილდოსნობის ჯგუფი პარამშვილდოსნებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მწვრთნელის მონაწილეობით. სპორტსკოლა არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სკოლაში არსებული სპორტის სახეობების მიხედვით ქალაქის, ეროვნული ნაკრები გუნდების კანდიდატებისა და სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება. სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა. სკოლის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.სპორტული დარბაზების მოვლა შენახვა ,სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო თანხების,სიგელების,ჯილდოების,ბანერების,ვიდეო და ბეჭდვითი რეკლამების დამზადებისა და სხვა საქმიანობის წარმოება. სპორტული ინვენტრის.სპეციალური ფორმებისა და სპორტული აღჭურვილობის შეძენა. მწვრთნელთა ოსტატობის ამაღლების მიზნით სპორტსმენების ეროვნული და საერთაშორისო ტრენინგ-სემინარებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.სპორტსმენების ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისათვის სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფა და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მოწყობის ხარჯები“. - აღნიშნულია ქვეპროგრამის აღწერაში

სპორტიული ღონისძიებების ქვეპროგრამისათვის მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტში 60 000 ლარია გამოყოფილი. ქვეპროგრამა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და სპორტული სახეობების დამატებას.

რაც შეეხება სპორტული ობიექტების აღჭურვის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის ქვეპროგრამას, აღნიშნულისათვის ბიუჯეტში 3 459 000 ლარია გამოყოფილი. ქვეპროგრამის აღწერის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობაა დაგეგმილი.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები