კულტურის სფეროს განვითარებისათვის მარნეულის მერია 2 545 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2023 წლის განმავლობაში კულტურის სფეროს განვითარებაში 2 545 000 ლარს დახარჯავს. მერიის ბიუჯეტის მიხედვით, კულტურის სფეროს განვითარების პროგრამისათვის გამოყოფილი თანხა სამი მიმართულებით გადანაწილდება. ეს მიმართულებებია - კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა, კულტურის სფეროს ღონისძიებები და რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობები.

აღნიშნული სამი მიმართულებიდან ყველაზე მეტი თანხა, 1 850 000 ლარი, მარნეულის კულტურის ცენტრის დასაფინანსებლადაა გამოყოფილი. კულტურული სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამის აღწერის მიხედვით, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, მათ შორის ქალაქისა და ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა.

„ქალაქის მოსახლეობისა თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება. კულტურის ცენტრის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შეთავაზება და მაქსიმალური მხარდაჭერა. ღვაწლმოსილ მოქალაქეთა განვლილი გზის განზოგადება და დაფასება (იუბილეები, შეხვედრები, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდა ა.შ.). ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მარნეულის როგორც ამ კულტურის ტრადიციის მატარებელი ქალაქის გაცნობა ქვეყნის გარეთ და რეგიონში. ქალაქში არსებული დიასპორების უშუალო ჩართულობა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება . მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინირება და დახმარების გაწევა, სახელოვნებო დარგების განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია. სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების, სხვადასხვა მიმართულების შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა. ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა: სამუსიკო, ქორეოგრაფიული, ფოლკლორის, ხატვა-ფერწერა, კლასიკური მუსიკა, თეატრი, თანამედროვე ქორეოგრაფია, ფოტოხელოვნების, ვოკალურ ინსტრუმენტალური წრეების, ლიტერატურული კლუბების, ახალგაზრდა ადგილობრივი ნიჭიერი მწერლების, შემოქმედების პოპულარიზაციისთვის პირობების შექმნა, ეროვნული ტრადიციების წეს-ჩვეულებების ფიქსაცია პოპულარიზაცია.მოზარდი თაობის დემოკრატიული საზოგადოების ჭეშმარიტ მოქალაქეებად აღზრდის და ჩამოყალიბების ხელშეწყობა, კულტურული და სოციალური თვითშეგნების, ესთეთიკური განვითარების სრულყოფა“. - აღნიშნულია კულტურის სფეროს დაწესებულებები ხელშეწყობის ქვეპროგრამაში

კულტურის სფეროს ღონისძიებებისათვის 2023 წესლ მარნეულის მერია 275 000 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის ისეთი ღონისძიებების გამართვისთვის გათვალისწინებული ხარჯები, როგორიცაა ნოვრუზ ბაირამი, საახალწლო კონცერდი და სხვა.

„ქვეპროგრამა ითვალისწინებს კონცერტებისათვის მომღერლების, სცენისა და განათება-გახმოვანების დაქირავებას, მათი მონტაჟი- დემონტაჟი. თეატრალიზებული წარმოდგენებისთვის ფორმების შეძენა ან დაქირავება. საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზნით პროდუქტის შეძენა. მარნეულში ტრადიციად დამკვიდრდა და აღინიშნება ღვინის დღე სახელწოდებით "მარნეული ვაზის აკვანი". ღონისძიების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა საშემოდგომო რიტუალები. კულტურული მემკვიდრეობის, ტურიზმის და საგანმანათლებლო მიმართულების აქტივობები“. - აღნიშნულია კულტურის სფეროს ღონისძიებების ქვეპროგრამაში

კულტურის სფეროს განვითარებისათვის გამოყოფილ თანხაში შედის რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობებისათვის გამოყოფილი 420 000 ლარიც. აღნიშნული თანხის უმეტესი ნაწილი, 400 000 ლარი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის დაფინანსებისათვისაა გამოყოფილი, 20 000 ლარი კი მეჩეთებისა და ეკლესია-მონასტრების კომუნალური გადასახადების დაფინანსებისათვის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები