თამარისში ტრენაჟორების მოწყობას დაუჭირეს მხარი
დღეს, 10 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში "კრება" ჩატარდა. სოფლისათვის გამოყოფილი 20 000 ლარით, ადგილობრივებმა ტრენაჟორების მოწყობას დაუჭირეს მხარი. დამატებით გაჟღერდა ორი წინადადება გარე განათების და სკვერის მოწყობის თაობაზე. წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჩაინიშნეს.

მერიის განმარტებით, ტრენაჟორები თამარისში არსებულ სკვერში განთავსდება.

მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.
საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდი სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.

მარნუელის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შევსებული სპეციალური ფორმის სახით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები