"არჩევნებიდან არჩევნებამდე" - ადგილობრივების და თვითმმართველობის ურთიერთობა
2022 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა 18- ჯერ ჩაატარა. მუხედავად იმისა, რომ სხდომაზე დასწრება კანონმდებლობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, სხდომებს როგორც წესი მხოლოდ მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მინიმალურია.

მარნეულის მასშტაბით 84 სოფელია. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მერის წარმომადგენელი ჰყავს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობის წუხილი თუ საჭიროებები უნდა მიჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, აქტიურობით არ გამოირჩევიან. ადგილობრივებს არც მარნეულის მერის, კენან ომაროვის აქტიურობა ახსენდებათ. მეზობელი მუნიციპალიტეტის მერებისგან განსხვავებით, ომაროვი დღემდე არ დასწრებია არც ერთ შეხვდერას რომელიც სოფლს მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება. მის ფეისბუქ გვერდზე მხოლოდ ოფიციალურ პირებთან და ორგანიზაციებთან შეხვედრების ამსახველი ფოტოებია გაზიარებული. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია მერიაში მოსახლებასთან შეხვედრების შესახებ, თუმცა როდესაც ჩვენ ამ შეხვედრებზე დასწრება მოვინდომეთ, იმ დღეს მერს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და სოფლიდან მერთან შესახვედრად ჩამოსული მოსახლეობა, მერის ყურადღების გარეშე დარჩა.

ამ პერიოდში მერთან საჯარო შეხვედრის მოთხვნით რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრას მერის ნაცვლად მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები აწარმოებდნენ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტი მათ ცხოვრებაში მეტად უნდა ჩაერთოს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მერთან შეხვედრის საშუალება მხოლოდ არჩევენების წინ დაორგანიზებულ ღონისძიებებზე ეძლევათ.

„ჩემი აზრით, ადგილობრივმა მერიამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებს, იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სოფლის წინსვლაში. პატივი უნდა სცენ ამ ადამიანებს დაგანიხილონ საკითხები, რაც სოფელს აწუხებს. და უნდა აგრძნობინონ ადამიანს, რომ მისი წინადადება არის სოფლის მოთხოვნა და არა ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა სურვილი პირადად შევხვედროდი მერს, რამნდენჯერმე მივედი. იმ დღეებში, როდესაც აქვს მოსახლეობასთან შეხვედრის დღეები, თუმცა არ მომიწია რიგმა, ან მითხრეს, რომ მერი არ არის ადგილზე და შეგიძლია მოადგილესთან შეხვიდეო. რატო უნდა შევიდე მოადგილესთან, როდესაც პირადად მინდა მერის ნახვა ბევრ საკითხზე. ნამდვილად არ ვარ აგიტატორი, ან მტრულად განწყობილი მერიის მიმართ. ნამდვილად მსურს მათთან თანამშრომლობა. კარგი იქნებოდა თვითონ მერი ერთხელ მაინც სტუმრობდეს თითოეულ სოფელს, აწყობდეს შეხვედრას მოსახლეობასთან“ - ამბობს ხიხანში მცხოვრები ნანა გაბაიძე.

„ხალხთან უნდა გავიდნენ და ისაუბრონ. აი, ისე, როგორც არჩევნებში აკეთებენ ხოლმე. გაიგონ ხალხს რა უნდა, რა აწუხებთ. შეიძლება ახლაც დადიან და მე არ ვიცი“ - ამბობს მარნეულში მცხოვრები სამირ ალახვერდიევი.

„არ ვიცი რა შემიძლია ვთქვა. იქიდან მოდიან, ისინი ლაპარაკობენ და ჩვენ არ გვაძლევენ შესაძლებლობას რომ მერიიდან მოსულ ხალხს ვუთხრათ ჩვენი სათქმელი. მერიამ უნდა იცოდეს ხალხისთვის რა არის მნიშვნელოვანი რომ ის გააკეთონ“ - ამბობს მარნეულში მცხოვრები იდრის გასუმოვი.

„არჩევნების მერე, არცერთხელ არ მოსულან და ხალხს არ ხვდებიან. წყლის კომპანიის უფროსი ახლად შეცვალეს თურმე და არც ერთხელ არ მოსულა. არც აინტერსესბთ მოდის წყალი თუ არა. ხან აქ გაფუჭდება მილი, ხან იქ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვარონ ეს საკითხი. მინიმუმ 1-2 თვეში ერთხელ ხალხს რომ შეხვდნენ, კარგი იქნებოდა. მე თვითონ არ მიმიმართავს მერიისთვის, მაგრამ მეგობრებმა მიმართეს როგორც ვიცი, მაგრამ მამინც არ მოდიან ხალხთან” - თქვა სოფელ ალგეთში მცხოვრებმა ჯავანშირ ისმაილოვმა.



გამოკითხვიდან ჩანს, რომ მოსახლეობას ადგილობივ თვითმმართველობასთან ხშირი შეხვედრა და საკუთარი პრობლემების გაზიარება სურთ.

ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულების გაზრდა ერთ-ერთი მიზანია იმ პროექტისა, რომლის განხორციელებასაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი მარნეულის მუნიციპალლიტეტში იწყებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად USAID მარნეულის მუნიციპალიტეტი იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის შეარჩია სადაც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს.

პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების მეტ ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში.

მარნეულის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც პროექტი აქტიურ ფაზაში შევა. ჩვენს კითხვებს კი პასუხები პროგრამის წარმომადგენლებმა გასცეს. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის საჯარო მმართველობის რეფორმის და ინკლუზიური მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნანიკო წიკლაური აღნიშნავს, რომ პროგრამა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, მხარს სამი ძირითადი მიმართულებით დაუჭერს.

„ეს მოიცავს საჯარო მმართველობის და ანგარიშვალდებულების სისტემების და პროცესების გაუმჯობესებას, მათ შორის საკრებულოს საზედამხედველო შესაძლებლობების გაზრდას; მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული და თანაბრად მისაწვდომი ადგილობრივი სერვისების მიწოდების ხელშეწყობას, მათ შორის კერძო-საჯარო და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის განვითარების გზით; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას თვითმმართველობის საქმიანობაში, მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. აღნიშნული მხარდაჭერის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ასევე გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის პრინციპების ინტეგრირება სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, რათა მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაუცველი ჯგუფების (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირებს და სხვა.) საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელმა თენგიზ სულთანიშვილმა რადიო „მარნეულთან“ განაცხადა, რომ პროგრამა გეგმავს პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას რამდენიმე ძირითადი მიმართულებებით:

• სამოქალაქო ჩართულობის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა
• მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმების განვითარება
• მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების დანერგვა, მათ შორის ინოვაციური
მეთოდების გამოყენება
• გენდერული თანასწორობის საბჭოს ეფექტიანობის ამაღლება
• საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების გაზრდა საკუთარ ამომრჩევლებთან
• მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაზრდა ღია მმართველობისა და მოქალაქეთა წინაშე
• ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად


მარნეულში USAID-ის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები იანვრის თვეში უკვე გამიმართა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რამაც ავტორების აზრით, სრულად უნდა უპასუხოს მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს. სამოქმედო გეგმასთან ერთად, პროგრამა შეიმუშავებს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მარნეულის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელშიც განსაზღვრული იქნება მხარეების ძირითადი პასუხისმგებლობები და თანამშრომლობის სხვა დეტალები. აღნიშნულის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება 2023 წლის თებერვალში იგეგმება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები