2023 წელს საკანალიზაციო სისტემის გაწმენდასა და მოვლა-შენახვაში მარნეულის მერია 50 847 ლარის გადახდას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკანალიზაციო სისტემის გაწმენდისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 2023 წლის განმავლობაში მერიის მითითების შესაბამისად განახორციელოს საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა და მოვლა-შენახვა.

„მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად. მიმწოდებელს ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით“. - აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში

მარნეულის მერია 2023 წლის განმავლობაში საკანალიზაციო სისტემის გაწმენდისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებისათვის 50 847 ლარის გადახდას გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 10 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მუსრველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 1-დან 6 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები