მარნეულის მერიამ საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი განმეორებით გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საკანცელარიო ნივთების შესყიდვისათვის ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. პირველი ტენდერი მერიამ 2022 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობა 25 227 ლარის დახარჯვას გეგმავდა.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. მიუხედავად ამისა, ელექტრონული შესყიდვა უარყოფითი შედეგით დასრულდა და ტენდერის გამოცხადება ხელთავიდან გახდა საჭირო.

მარნეული მერია, 2023 წლის 10 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მექანიკური ფანქრების, ფანქრის სათადარიგო გულების, ბურთულიანი კალმების, საშლელების, ფანქრის სათლელების, საკანცელარიო ნივთების, კალენდრების, სტეპლერებისა და მისი ტყვიების, ქაღალდის სკრეპების, ჭიკარტების, საკანცელარიო სარჭების, მაგნიტური დაფების საშლელების, მარკერების, საკორექციო საშლელების, მელანის, თვითკრობაი ქაღალდების, სამაგიდო თაროებისა და ორგანიზერების, ანტისტეპლერების, სახვრეტელების, საბუთების ჩასაწყობი ყუთების, ბაინდერების, კონვერტის გასახსნელი დანებისა, კონვერტების, ფლიფჩართის ქაღალდებისა და დაფების შეძენას კვლავ 25 227 ლარად აპირებს.

ტენდერში მონაწიელობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 18-დან 20 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები