შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მარნეულში ახალი პროექტი იწყება
მარნეულში შეზღუდული სესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციისათვის ახალი პროექტი იწყება. პროექტის აღწერის მიხედვით, მისი მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის გაუმჯობესება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადამიანების პროფესიული გაძლიერება. პროექტის ფარგლებში ოთხ მუნიციპალიტეტს, მათ შორის მარნეულს, სლოვაკურ გამოცდილებას გაუზიარებენ სოციალური საწარმოების მუშაოების პრინციპების შესახებ.

პროექტის მიზნებს ასევე წარმოადგენს:

• შშმ პირების დასაქმების პოლიტიკის გასაუმჯობესება - პროფესიული დისკუსიების გამართვა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან
• პროფესიული დისკუსია მხარდაჭერითი დასაქმების საკითხებზე - შშმ პირთათვის დასაქმების პირობებისა და სამუშაო გარემოს შექმნის თაობაზე, სლოვაკეთში არსებული გამოცდილების გაზიარება
• საქართველოს რეგიონებში შშმ პირთა საბჭოების პოზიციების გამყარება, შშმ პირთა საბჭოს წევრების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება და რეგიონულ დონეზე, სოციალური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებსა და შშმ პირთა წარმომადგენლების შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, პროფესიული დისკუსიების ორგანიზება
• შშმ პირთა მოტივაციის გაზრდა, მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, ნიჭისა და უნარების განვითარება, აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში
• საჯარო სექტორისა და საზოგადოების სტიმულირება - შშმ პირთათვის უკეთესი პირობების შექმნა, არსებული ინფრასტრუქტურის ადაპტირება

14 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილბრივ თვითმმართველობაში პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„პროექტის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დასაქმების პოლიტიკის განმახორციელებელი სოციალური სექტორის, ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისისა და მედიის წარმომადგენლები“. - აღნიშნულია პროექტის აღწერაში

პროექტი საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში განხოეციელდება. შიდა ქართლიდან პროექტში გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ზუგდიდის, ხოლო ქვემო ქართლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული.

პროექტი ხორციელდება ,,საზოგადოება ბილიკის“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის მიერ, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს „Slovak Aid“-ის ფინანსური მხარდაჭერით.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები