მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი
განმეორებით გამოაცხადა.
მარნეულის მერია 50 847 ლარის დახარჯვას გეგმავს 2023 წლის
განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის
გაწმენდის და მოვლა-შენახვის სამუშაოებისათვის.
„მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ხელშეკრულების
გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად,
წერილობითი დავალების შესაბამისად. მიმწოდებელს ობიექტის კონკრეტული
მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური
აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა
წერილობით“. - აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის
მიერ გამოცხადებულ ტენდერში
აღნიშნული სახის ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ პირველად 10
თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია
რის გამოც ელექტრონული შესყიდვა არ შემდგარად გამოცხადდა. მარნეულის
მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წლის განმავლობაში
საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის, მოვლა-შენახვის სამუშაოების
შესყიდვის ტენდერი განმეორებით 14 მარტს გამოაცხადა. მასში
მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების
წარდგენა 31 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში შეეძლება.
რადიო „მარნეული“