2022 წელს ქვემო ქართლში 5 ფემიციდის და 7 შშმ პირზე ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. რადიო "მარნეულთან" საუბრისას საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს რათა მოსახლეობაში ამაღლდეს ცნობიერება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

"დღეს პროკურორები ქალაქ მარნეულში შევხვდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მათთან ვისაუბრეთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების სპეციფიკის შესახებ, ამ დანაშაულების გამომწვევი მიზეზების შესახებ და რა თქმა უნდა, საზოგადოების ჩართულობის მნკშვნელობაზე ამ დანაშაულებთან ბრძოლოლის მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას და სხვადასხვა ქალაქებში ვხვდებით მოსახლეობას. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან იმ სიახლეების შესახებ რომელიც საქართველოს პროკურატურამ დანერგა იმისათვის, რომ სამართალწარმოების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები ყველა ეტაპზე მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული და მათი საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული". - განაცხადა თამარ ზაქუტაშვილმა

შეხვედრის დროს პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფემიციდის სტატისტიკასთან დაკავშირებითაც. 2017 წლიდან 2022 წლამდე ქვემო ქართლის მასშტაბით 24 ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ, 2022 წელს ქვემო ქართლში 5 ქალი მოკლეს მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ქალები იყვნენ.


პროკურორმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურას აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყოველწლიურად იდგმევა ნაბიჯები რათა შშმ პირების ჩართულობა სისხლის სამართლის პროცესში მაქსიმალურად იყოს გამარტივებილი.

"საქართველოს პროკურატურაში დანერგილია სახელმძღვანელო მითითებები რომლითაც ხელმძღვანელობენ პროკურორები და სახელმძღვანელო მითითებებში გაწერილია ყველა ის ნაბიჯი თუ როგორ უნდა იმოქმედოს პროკურორმა იმ შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იმისათვის რომ პროცესი მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული და მათ საჭიროებებზე მორგებული". - განაცხადა თამარ ზაქუტაშვილმა

2022 წელს საქართველოს მასშტაბით სისხლის სამართლის საქმეზე 111 შშმ პირი იყო დაზარალებული.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ძალადობის ფაქტების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით:

თბილისი - 25 ძალადობის შემთხვევა
კახეთი - 20 ძალადობის შემთხვევა
დასავლეთ საქართველო - 19 ძალადობის შემთხვევა
აჭარა - 14 ძალადობის შემთხვევა
შიდა ქართლი - 11 ძალადობის შემთხვევა
სამცხე-ჯავახეთი - 9 ძალადობის შემთხვევა
ქვემო ქართლი - 7 ძალადობის შემთხვევა
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6 ძალადობის შემთხვევა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები