სოფელ გიორარხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

13 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორარხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.



შემთხვევის დროს პაჟეროს მარკის ავტომობილი და ფორდის მარკის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველებმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადეს, რომ ავარიის შედეგად პაჟეროს მარკის ავტომობილი დაზიანდა.

შემთხვევის დროს არავინ დაზარალებულა. რადიო „მარნეული“ შსს-ში არკვევს დეტალებს. ინფორმაცია განახლდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები