იენს სტოლტენბერგი თურქეთში გაემგზავრება, რათა თურქეთის პრეზიდენტთან შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილოს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მალე ის თურქეთში გაემგზავრება, რათა თურქეთის პრეზიდენტთან შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი განიხილოს.

სტოლტენბერგის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის უკვე ესაუბრა რეჯეფ თაიფ ერდოღანს და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა მალე მოხერხდება.

„მე უკვე ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ კვირის დასაწყისში და ასევე მივემგზავრები ანკარაში, რათა გავაგრძელო განხილვა, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ შვედეთის ალიანსში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანება. შვედეთის ნატოში გაწევრიანება სასიცოცხლოდ აუცილებელია ბალტიის ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის“,
- განაცხადა მან.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთეს. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, შვედეთის ნატო-ში მიღება კი უნგრეთისა და თურქეთის უარის გამო გადაიდო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები