ბოლნისში სასამართლო სისტემის შესახებ მოქალაქქებთან შეხვედრა გაიმართა
დღეს, 17 ნოემბერს, ქალაქ ბოლნისში მოქმედი „კავკასიური სამართლის და ინტეგრაციის ცენტრში“ თეთრიწყაროს რაიონის სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ბოლნისის მაცხოვრებლები იღებდნენ მმონაწილეობას.

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილმა სასამართლო სისტემის შესახებ მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა USAID-ის კანონის უზენასეობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, პროექტ „მარნეულის და ბოლნისის მაცხოვრებლების სასამართლოს შესახებ ინფორმირებულობა“ ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან "სამოქალაქო ჩართულობის და აქტვიზმს ცენტრი" და "პრევენცია პროგრესისთვის".

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები