მერიმ რკინიგზაზე გადასასვლელის მოწყობაში 5 514 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიმ რკინიგზაზე გადასასვლელის მოწყობაში 5 514 ლარი გადაიხადა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელშეგრულება გამარტივებული წესით საქართველოს რკინიგზასთან გააფორმა.

„ქალაქ მარნეულში საავტომობილო ხიდის საერეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დროებით სარკინიგზო გადასასვლელის ფენილის მოწყობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, აუდიტის მიერ დამოწმებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“ - წერია გამარტივებული შესყიდვის ტენდერში.

მარნეულში, მაღალაშვილის ხიდის ქვემოთ ალტერნატიული სამანქანო გადასასვლელი 15 დეკემბერს გაიხსნა.
გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით, მარნეულში გადატვირთული მოძრაობის გამო მიიღეს.
მაღალაშვილის ხიდი 30 ნოემბერს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 20 დღით დაიკეტა.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. სამუშაოები ხუთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მარნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები