მარნეულელ ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგს ჩაუტარებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ტრენინგს ჩაუტარებს.

პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად სემინარი თებერვლის თვეში გაიმართება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლექციებით უზრუნველსაყოფად და სასწავლო პრეზენტაციების მოსამზადებლად (ა)იპ „საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს“ 4 300 ლარი გადაუხადა. ტრენინგები მარნეულში 1-2 თებერვალსაა დაგეგმილი.

„მოგახსენებთ რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია საერთაშორისო ფორუმი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. აღნიშნულ ფორუმში ახალგაზრდების მონაწილეობა და მათი პროექტების წარდგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია . გამომდინარე აქედან მიზანშეწონილია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს მათი სათანადო წარმოჩინებისთვის და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩაუტარდეთ ტრენინგ კურსი, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.“ - ვკითხულობთ მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო დეკანოიძის მოხსენებით ბარათში.

„საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“-ს ინფორმაციით, ახალგაზრდებს მიაწვდიან ინფორმაციას მარნეულთან დაკავშირებულ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ვისთანაც მოუწევს თანამშრომლობა მომდევნო წლებში. ამასთანავე ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარებიან საერთაშორისო ფორუმისათვის საპრეზენტაციო პროექტების მომზადებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები