საკრებულომ შაუმიანსა და შულავერში ორი ქუჩის დანომრვას დაუჭირა მხარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანსა და შულავერში ორი ქუჩა დაინომრება.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ 31 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც რადიო „მარნეულს“ საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ბერიძემ უთხრა, ქუჩები არაბული ციფრებით დაინომრება, რაც ხელს შეუწყობს გამარტივდეს ამანათების მიტანის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თუ სხვა სერვისი.

„არაბული ციფრებით ხდება დანომრვა, რომელიც სამთავრობო კომისიის დასკვნას არ საჭიროებს სახელდებამდე. სახელდება არ მომხდარა ამ ქუჩების,  ორი ახალი ქუჩა დაემატა და მისი დანომრვა მოხდება. „ - თქვა ნინო ბერიძემ.

მარნეულის საკრებულის 2024 წლის პირველი სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწნებული სულ 10 საკითხი განიხილეს. მათ შორის, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში მდებარე ,,გადაჭრილი გორა“-ს სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა და სხვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები