„გადაჭრილი გორა“ მოვლა-პატრონობისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მდებარე „გადაჭრილი გორა“ მოვლა პატრონობისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

შესაბამისი გადაწყვეტილიება მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 31 იანვარს მიიღეს. როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ნინო ბერიძე ამბობს, საუბარია 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

„იმირის გადაჭრილ გორას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და მიმდებარე ტერიტორია, 2 ჰექტარი გადაეცა სახელმწიფოს შემდგომში სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის სარგებლობის უფლების გადაცემის მიზნით, რათა განახორციელოს შესაბამისი ინფრასტრუქურა. თვითონ აიღებს სახელმწიფო მოვლა-პატრონობას“- თქვა ნინო ბერიძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმირის „გადაჭრი გორას“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2009 წელს მიენიჭა.

მარნეულში იმირის „გადაჭრილი გორის“ გადახურვის სამუშაოები 2020 წელს უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 750 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი მუნიციპალიტეტის მწირი ფინანსური სახსრების გამო ვერ განხორციელდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები