საქართველოში ევროკავშირის ელჩი მარნეულს ესტუმრა
დღეს, 15 თებერვალს, მარნეულს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰელჩინსკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან. როგორც ჩვენთან საუბარში ელჩი განმარტავს, მისთვის მარნეულში სტუმრობა მნიშველოვანია. ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ინკლუზიურობას, თანასწორობას და მრავალფეროვნებას.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან საუბარი მარნელიდან მიწევს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში. რეგიონი, რომელიც ცნობილია მისი მულტიკულტურული ხასიათით და მრავალფეროვნებით. მე მიმასპინძლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. შეხვედრა მქონდა ქალაქის მერთან და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ორგანიზაცია „წითელ ხიდთან“, რომელიც არის მნიშვნელოვანი ადგილი ახალგაზრდებისათვის, მათ განსხვავებული გამოცდილება აქვთ, მუშაობენ ერთად, იმისათვის, რომ ააშენონ ხიდი განსხვავებულ თემებს შორის“- თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

პაველ ჰელჩინსკიმ ისაუბრა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე. როგორც მან ინტერვიუში განმარტა, იმედოვნებს, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია და ზოგადად არჩევნები, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ. ჩვენ არ ვუჭერთ მხარ განსაკუთრებით რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაზეც ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიან საარჩევნო პროცესი. ეს არის მეორე ნაბიჯი 9 პუნქტიანი რეკომენდაციის, რომელიც საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით“

ვიზიტის დასასრულს,ელჩი ჰერჩინსკი სოფელ სამშვილდეში სოციალურ საწარმო „ორბის ბუდეს“ ეწვია. ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც მდგრადი ტურიზმისა და ადგილობრივი გაძლიერების მაგალითს წარმოადგენს. საწარმო მომხმარებლებს ტურისტული სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს და არა მხოლოდ რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეწევა, არამედ თავის საქმიანობაში ადგილობრივი ქალების ჩართულობის მეშვეობით ინკლუზიურობასაც უწყობს ხელს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები