სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს მიმართეს.

წარმოგიდგენთ განცხადებას:

"ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ინციდენტმა ძალიან შეგვაწუხა. ჩვენ ვგმობთ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ადამიანების დევნას და ვაცხადებთ, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია პატივი სცეს როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ერთმანეთის ღირებულებებს, სხვადასხვა ეთნიკურს და აღმსარებლობას.

ამასთან დაკავშირებით მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი და მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა არ განმეორდეს მსგავსი სიტუაციები, რომლებიც საქართველოში ტრადიციულ ტოლერანტობას ვერ აღადგენს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისკენ და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ.

ჩვენ ვთხოვთ ყოვლისშემძლე ღმერთს მშვიდობა და სიმშვიდე მიანიჭოს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს რამადანის კურთხეულ თვეში".


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები