მარნეულის 8 ქუჩაზე არხების რეაბილიტაციისათვის ტენდერი მეოთხე
მცდელობაზეც არ შდგა.
ბოლო ტენდერი, რომელიც 18 მარტს გამოცხადდა, მონაწილეობა არცერთმა
კომპანიამ არ მიიღო.
მარნეულის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი
არხების რეაბილიტაციას თავდაპირველად 387 655 ლარად გეგმავდა, თუმცა
ახალ ტენდერში თანხა 84 886 ლარით გაზარდეს და სატენდერო თანხა ამ
ეტაპზე 472 541 ლარს შეადგენს.
არხების რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ წერეთელში
(სკოლის
მიმდებარედ), ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის, ვაჟა-ფშაველას,
ლერმონტოვის, იაღლუჯის, თბილისის, ლაღიძის და 20 იანვრის ქუჩებზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სარწყავი
არხების რეაბილიტაციისათვის პირველი ტენდერი 26 ოქტომბერს გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, რის გამოც ის არ
შემდგარად გამოცხადდა. მეორე ტენდერი, მერიამ უცვლელი ფასით, 5
დეკემბერს გამოაცხადა. მესამე ტენდერი 15 თებერვალს, მეოთხე ტენდერი
კი 18 მარტს გამოცხადდა.
ჯერჯერობით, უცნობია როდის გამოაცხადებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი
აღნიშნული მომსახურებისათვის მეხუთე ტენდერს.