2023 წელს მარნეულის მერიასა და საკრებულოში ხელფასებში 19 985 455 ლარი დაიხარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების თანამშრომლების ხელფასებში 19 985 455 ლარი და 52 თეთრი დაიხარჯა.

მარნეულის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაში გასულ წელს 2 318 154 ლარი და 32 თეთრი დაიხარჯა.
მარნეულის საკრებულოსა და მერიაში შტატით დასაქმებულ მოხელეთა ანაზღაურებაში 2023 წელს 6 491 569
ლარი დაიხარა - მერიის შრომის ანაზღაურებაში 4 940 117 ლარი; საკრებულოს შრომის ანაზღაურებაში 1 304 306 ლარი; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის შრომის ანაზღაურებაში 247 146 ლარი.

მარნეულის მერიის ბალანსზე 5 ა(ა)იპ და 3 შ.პ.ს ფუნქციონირებს. მერიის ა(ა)იპ-ებსა და შ.პ.ს-ებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაში 2023 წელს, ჯამში, 11 175 732 ლარი და 2 თეთრი დაიხარჯა.
გთავაზობთ ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების და გასულ წელს შრომის ანაზღაურებაში დახარჯული თანხების ჩამონათვალს:
ა(ა)იპ "მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლა" – 1 117 900 ლარი
ა(ა) იპ "კულტურის ცენტრი" – 1 489 121,9 ლარი
ა(ა) იპ "სუფთა მარნეული" – 1 358 956 ლარი
ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანება "სკოლამდელი აღზრდის ცენტრი" – 3 755 632,9 ლარი
ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - 287 358,5 ლარი
შ.პ.ს "მარნეულის სოფწყალი" – 1 967 713,8 ლარი
შ.პ.ს "მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი" – 933 348,8 ლარი
შ.პ.ს "მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო" – 265 700,21 ლარი

დღეს, 25 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.

საკრებულოს კომისიის სხდომაზე ისაუბრეს ბიუჯეტის შესრულებაზე, თუ რა თანხები დაიხარჯა სოციალური პროგრამებისათვის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში - გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის გაყვანა, გარე განათების მოწყობა და ა.შ - განიხილეს ბიუჯეტის შემოსავლები და გასავლების ნაწილიც.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები