სოფელ ქუთლიარში პირველკლასელთა „ანბანის დღესასწაული“ გაიმართა
დღეს, 26 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში პირველკლასელების „ანბანის დღესასწაული“ გაიმართა. ღონისძიებაში სკოლის ხელმძღვანელობა და მშობლბი იღებდნენ მონაწილეობას. სადღესასწაულო ზეიმი სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.

სკოლის დირექტორმა გულბაიაზ ბალაგოზოვამ პირველკლასელებს წარმატებები და კარგი განათლების მიღება უსურვა.

ღონისძიებაზე მონაწილე მასწავლებლებმა პირველკლასელების პირველი სიხარული - „ანბანის დღესასწაული“ მიულოცეს. პირველკლასელების დამირეგებლი შაფა ბინატოვაც გამოვიდა სიტყვით და თავის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. მისი ორგანიზებით ჩატარებული ანბანის დღესასწაული საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა. პირველკლასელებმა წიკითხეს ლექსები და შეასრულეს საცეკვაო ნომრები.

აღსანიშნავია, რომ წელს ქუთლიარის საჯარო სკოლაში 21 პირველკლასელია.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები