მერიამ კონდინციონერის შეკეთებაში 1 450 ლარი გადაიხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 კონდინციონერის შეკეთებაში 1 450 ლარი გადაიხადა. ტექნიკის გაწმენდა, ფრეონის დამატება და ძრავის შეკეთება თვითმაართველობამ გამარტივებული წესით ელვარ ნაბიევისგან შეიძინა.

“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ კონდიციონერებს ესაჭიროება გაწმენდა, ფრეონის დამატება, მონტაჟი და ძრავის შეკეთება. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.” - წერია მოხსენებთ ბარათში.

ელვარ ნაბიევს მარნეულის მერიისათვის მსგავსი მომსახურება
არაერთხელ გაუწევია. გამარტივებულ შესყიდვების ვებ-გვერდს თუ გადავხედავთ, ფიზიკურ პირ ელვარ ნაბიევთან ადგილობრივმა თვითმმართველობამ პირდაპირი წესით მომსახურეობის შესყიდვა 2012 წლიდან დაიწყო და მისთვის დღმდე 16 915 ლარი აქვს გადახდილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google