მარნეულის მერია ევროპის ჩემპიონატის საჯარო ჩვენებას აორგანიზებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, დიდ ეკრანზე 18, 22 და 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის, პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. ადგილორბივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებული ინფორმაცითთ, პირდაპირი ეთერის პარალელურად, გულშემატკივრებისთვის მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრებები, გათამაშდება საქართველოს ნაკრების ოფიციალური აქსესუარები და მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები.

18 ივნისი - 17:00სთ.
შეკრების ადგილი ქალაქი მარნეული, იუსტიციის სახლის
მიმდებარე ტერიტორია. ქომაგთა მსვლელობა.
22 ივნისი - 15:00სთ.
მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერი;
26 ივნისი - 21:00სთ.
მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერი;

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024, ტურნირის მასპინძელია გერმანია, სადაც 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 51 შეხვედრა ჩატარდება. საქრთველო ჩემპიონატში მონაწილეობას 18 ივნისიდან მიიღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google