სტიქიით დაზიანებული ხიდის გამო ბაზართან ალტერნატიული გზა მოეწყო
მარნეულის ბაზართან ალტერნატიული გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც 26 მაისს მომხდარმა სტიქიამ მდინარე ალგეთი აადიდა და ბაზრის მიმდებარედ არსებული ტერიტორიები მნიშვნელოვნად დააზიანა. საცობების თავიდან ასაცილებლად, რკინიგზაზე ლაღიძისა და 20 იანვრის ქუჩების კვეთაზე ალტერნატიული გზა რამდენიემ დღეა გაიხსნა.

“ეს უკეთესია ვიდრე პირველი გზა. ასე, მანქანები უფრო ადვილად გადაადგილდებიან, საცობი არ იქმნება“ - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა

“ძალიან კარგია,
რომ გზა მოაწესრიგეს. უკეთესი იქნებოდა, ბოლომდე მიეყვანათ. “
- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

25 მაისს მარნეულში გვიან ღამით მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მოსახლეობას. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარე ალგეთი, ხრამი და დებედა. დაიტბორა ქალაქ მარნეულის ქუჩების ნაწილი. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.




{{AUDIO}}


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google