რუსლან გაჯიევს ხუთ თვეში არასაპატიო გაცდენების გამო ხელფასიდან 6 936 ლარი ჩამოაჭრეს
მარნეულელი პარლამენტარი, რულან გაჯიევი, საქართველოს პარლამენტში არასაპატიო გაცდენებით ლიდერობს. მას, ხუთ თვეში, როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სხდომების გაცდენის გამო, 10 გაცდენა დაუგროვდა, რსთვისაც ხელფასიდან 6 936 ლარი ჩამოაჭრეს.


გაჯიევი იმ დეპუტატების ხუთეულშია, რომლებსაც გაცდენების გამო ხელფასიდან ყველაზე მეტი თანხა ჩამოეჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას
On.ge საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი მონაცემების საფუძველზე ავრცელებს.

პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პლენარული სხდომების განცდების გამო დაჯარიმდა 24 დეპუტატი, მათგან ყველაზე მეტი თანხა, 3 699,2 ლარი დაექვითა ქართული ოცნების დეპუტატს რუსლან გაჯიევს პლენარული სხდომის 10-ჯერ გაცდენისთვის.

პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება:

• სამსახურებრივი მივლინება;
• ოჯახის წევრის დაბადება;
• გარდაცვალება;
• ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით).

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსლან გაჯიევი იმ დეპუტატების სიაშიცაა, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში პარლამენტში არც ერთი კანონპროექტი, არცე რთი სიტყვით გამოსვლა, არც ერთი საკანონმდებლო შენიშვნა, არც ერთი პოლიტიკური განცხადება და არც ერთი კითხვის დასმა არ ჰქონია.

რადიო „მარნეული“ რუსლან გაჯიევთან დაკავშირებას ცდილობს, რათა გავარკვიოთ თუ რის გამო მოუწია პარლამენტარს არასაპატიო გაცდენები, თუმცა ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები