მარნეულში ყველა სახის საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა
მარნეულში ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შეწყდა.

აღნიშნული ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 18 მარტიდან დროებით ჩერდება სატრანსპორტო მომსახურება. (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტი)
აღნიშნული რეკომენდაცია ეხება როგორც ადგილობრივ სამგზავრო გადაყვანას, ისე საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის მომსახურებას.
სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული."
- აღნიშნულია მერიის განცხადებაში

მარნეულის მერმა დღეს, 17 მარტს, რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ „მარნეულში ყველა სახის ტრანსპორტზე, მათ შორის თბილისთან დამაკავშირებელზე ხვალიდან შეზღუდვები იქნება“, მაგრამ მარნეულის მერმა დამატებითი განმარტებები არ გააკეთა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები