სასკოლო სპორტული ოლიმპიადისათვის მარნეულის მერიამ თასები და ინვენტარი 2 276 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩატარებისათვის თასები, მედლები, სიგელები და სპორტული ატრიბუტიკა გამარტივებული წესით შეისყიდა.

მარნეულის მერისათვის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიწერეილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე დაწყებულია და 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

„საქართველოს მაშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაწყებულია და დამთავრდება 2023 წლის ბოლოს, რესურსცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციით ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 34-მა საჯარო სკოლამ გამოთქვა სურვილი ჩართულიყო აღნიშნულ ღონისძიებაში.
შეჯიბრებები სკოლებს შორის გაიმართება სხვადასხვა სპორტილ სახეობებში: (ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი და მხიარრულ სტარტები). აღნიშნილი შეჯიბრებები ჩატარდება გოგონებსა და ვაჟებს შორის“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადისათვის საჭირო თასებისა და სპორტული ინვენტარის შესაძენად გამარტივებული ხელშკერულება ელგუნ ხუდევთან გააფორმა. მერიამ 2 276 ლარად შეიძინა 234 სპორტული მედალი, 13 თასი, 240 სიგელი, 3 ფეხბურთის ბურთი, 2 კალათბურთის ბურთი, 2 ფრენბურთს ბურთი, მაგიდის ტენისის ჩოგანი და მაგიდის ტენისის ბადე.

ფოტო: მარნეულის მერია (არქივი)
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები