სიახლე
შსს-მ თეთრიწყაროში ყაჩაღობის მომზადების ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი 5 პირი : 1980 წელს დაბადებული ვ.კ., 1984 წელს დაბადებული ზ.გ., 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1982 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციამ აღნიშნული ავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. "ხამუთები", 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა
მთავრობის ვებგვერდზე.
14:30 / 19.04.2019
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე.
გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი აღარ არის.
14:26 / 19.04.2019
გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ არის.
სამი
წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 323 967
წვევამდელს გადაუვადდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“
ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოითხოვა.
12:40 / 19.04.2019
სამი წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა 323 967 წვევამდელს გადაუვადდა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოითხოვა.
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება
იტალიურიდან პასკა
11:50 / 19.04.2019
მდიდრული პური – აი, ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა – ნამდვილად არ ინანებთ...
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში,
გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას
ასწავლოთ რამე.
10:02 / 19.04.2019
ვერძი
გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება, შეინარჩუნეთ ჰარმონია საკუთარ თავში, გარშემო მყოფებში. შეიძლება სასურველ მასწავლებელს მიაგნოთ ან სხვას ასწავლოთ რამე.
პარტია „საქართველომ“ მარნეულის მერობის კანდიდატად
ლეილა ხარაიშვილი წარადგინა.  პარტიის თავმჯდომარე გიორგი
ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაიშვილის მერობა მარნეულის განვითარებას
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
13:19 / 18.04.2019
პარტია „საქართველომ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ლეილა ხარაიშვილი წარადგინა.  პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ხარაიშვილის მერობა მარნეულის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს
პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და
საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი
ნომრები განსაზღვრა.
11:45 / 18.04.2019
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით
დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ
მიღებული ინფორმაციებისადმი.
09:56 / 18.04.2019
ვერძი
თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობის დაგეგმვის დღეა. იყავით დაკვირვებული, რათა მომავალში აიცილოთ შეცდომები. ყურადღება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი.