სამმა კომპანიამ “ქართულ ოცნებას” 200 ათასი შესწირა
“ქართულ ოცნებას” სამმა კომპანიამ “გაგრა +”-მა; Geo Sand-მა და “ჯეო კვარცი”-მ ჯამში 200 ათასი ლარი შესწირა. წერს "ნეტგაზეთი"

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გაგრა + მმართველ პარტიას 100 ათასი და დანარჩენმა ორმა კომპანიამ კი 50-50 ათასები შესწირეს.

გაგრა + სადისტრიბუციო კომპანიაა. მისი დირექტორი შოთა კარანაძეა, მფლობელი კი გეორგი მანაგაძე. შ.პ.ს ჯეო კვარცი “ქართული ოცნების” შემწირველი ადრეც იყო.

2017 წელს კომპანიამ მმართველი პარტიას 100 ათასი ლარი შესწირა. საპრეზიდენტო არჩევნებზე კი “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ჯამში 100 ათასი ლარი შესწირა. კომპანიის დირექტორი მიხეილ სირაძეა, რომელიც ამავდროულად შპს ჯეო კვარცის 34%-ც ფლობს. შ.პ.ს ჯეო კვარცი ხრეშისა და ღორღის ბიზნესშია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ჯეო კვარცს 19 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა ჯამური ღირებულება 53 134 ლარია.

რაც შეეხება Geo Sand-ს, მისი მფლობელები ალექსანდრე სირაძე; ივანე ფარქოსაძე და მამუკა დეკანოიძე არიან. ჯეო კვარცის მსგავსად, Geo Sand-იც საჩხერეშია რეგისტრირებული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები