„ესაა ფსევდო პატრიოტიზმის ქვეშ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა“ - ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ვაჭრობის საგნად გამოყვანასა და დისკრიმინაციას სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი ეხმაურება.

ჩოფლიანი გაუგებრად და უცნაურად აფასებს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ჯგუფები სხვა ქვეყანასთან არსებულ სადო საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი თანამოქალაქეების პასუხისმგებლად გამოყვანას ცდილობენ.

"ზოგადად ამ ტიპის განცხადებები ემსახურება პრობლემების შექმნას თვითონ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის და ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა როდესაც პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანებისაგან ისმის ასეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლის შედეგადაც დაზიანდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყანა. მე ესე ვიტყოდი, რომ ესაა ფსევდო პატრიოტიზმის ქვეშ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა." - გვითხრა კობა ჩოფლიანმა

ჩოფლიანის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული ძალები რომლლებისთვისაც საქართველოში დაძაბულობა მომგებიანია, ხოლო დაძაბულობის აპრობირებული ადგილები ეთნიკური და რელიგიური განსხვავების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ურთიერთობებია.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიისათვის ცნობილი, 25 აპრილს, მას შემდეგ გახდა, როდესაც მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა "ინტერპრესნუსს" უთხრა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ ჰქონდათ. აღნიშნულ ფაქტს მალევე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო 26 აპრილს მათ განაცხადეს, რომ დავით გარეჯის მონასტერში ქართველი მომლოცველებისათვის გადაადგილება შეზღუდული აღარ იყო.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები