რადიო „მარნეული“ მერობის კანდიდატებთან წინასაარჩევნო გადაცემების ციკლს იწყებს
19 მაისს, მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. მარნეულელებს საარჩევნო კაბინაში ყოფნის დროს 15 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. იმის გასაგებად, თუ რას ჰპირდებიან კანდიდატები ამომრჩევლებს, როგორია მათი წინასაარჩევნო პროგრამა და რაა ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც კანდიდატების აზრით, პირველ რიგში უნდა გადაიჭრას, რადიო „მარნეული“  იწყებს წინასაარჩევნო გადაცემების ციკლს მარნეულის მერობის კანდიდატებთან.

გადაცემები ეთერში გავა 7, 8, 9 და 10 მაისს 18:00 საათიდან.

რადიო „მარნეულის“ მსმენელისათვის წინასწარ იქნება ცნობილი კანდიდატების ვინაობა, ფეისბუქ ლაივის მეშვეობით კი შესაძლებლობა მოგეცემათ დაუსვათ მათ თქვენთვის სასურველი კითხვები პირდაპირი ეთერის დროს.

რადიო „მარნეული“ იმედოვნებს, რომ მერობის კანდიდატები არ იტყვიან უარს სტუდიაში სტუმრობაზე.  

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები