სიახლე
სახალხო დამცველმა მარნეულის „კულტურის ცენტრი“-ს საქმიანობაში რელიგიური დისკრიმინაციის ნიშნები ვერ გამოავლინა
საქართველოს სახალხო დამცველმა მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-ს საქმიანობაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები ვერ გამოავლინა.

„კულტურის ცენტრი“-ს მიერ რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სახალხო დამცველის აპარატში განცხადება 2019 წლის პირველ თებერვალს შეიტანა.

„განცხადებაში სამირა ბაირამოვა ,,კულტურის ცენტრი"-ს მხრიდან რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდა, ასევე აღნიშნავდა, რომ ,,კულტურის ცენტრი" მუსლიმი თემის არც ერთი რელიგიური დღესასწაულს არ უწევდა ორგანიზებას.“ - წერია სახალხო დამცველის მიერ „კულტურის ცენტრისათვის“ გაგზავნილ დასკვნაში

ბაირამოვა განცხადებაში ასევე განმარტავდა, რომ კულტურის ცენტის თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის მხრიდან ფეისბუქზე გამოთქმული იყო სავარაუდო სიძულვილის ენის შემცვლელი, ქსენოფობიური შინაარსის კომენტარები.

სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო და დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მტკიცებულებებით „კულტურის სახლის“ მიერ დისკრიმინაციის ფაქტი არ ვლინდება.

„ასევე სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიერ გაკეთებულიი კომენტარები, არ შეიძლება მიიჩნიონ დისკრიმინაციის წამახალისებლად, იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნული კომენტარები არის ზოგადი და არ შეიცავს ძალადობრივ მოწოდებას კონკრეტული პირის ან/და პირთა ჯგუფის მიმართ.“ - წერია სახალხო დამცველის მიერ „კულტურის ცენტრისათვის“ გაგზავნილ დასკვნაში

მარნეულის „კულტურის ცენტრმა“ სახალხო დამცველის დასკვნა დღეს, 11 სექტემბერს, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

სამირა ბაირამოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მან დასკვნის შესახებ სწორედ „კულტურის ცენტრის“ ფეისბუქ პოსტის მეშვეობით შეიტყო და ამ ეტაპზე სახალხო დამცველს მისთვის ოფიციალური დასკვნა არ გადაუცია.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
დღეს, 23 იანვარს, მარნეულის სოფელ ხულდარის
საზოგადოებრივ ცენტრში პოლიციასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
დღეს, 23 იანვარს, მარნეულის სოფელ ხულდარის საზოგადოებრივ ცენტრში პოლიციასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
სოფელ ზემო სარალის მკვიდრმა, ალაჰიარ იუსუბოვმა, საზღვარგარეთის
პასპორტი, პირადობის მოწმობა და საზღვარგარეთ წასასვლელი ბილეთი,
თბილისში ახმეტელისა და დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე
დაკარგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ზემო სარალის მკვიდრმა, ალაჰიარ იუსუბოვმა, საზღვარგარეთის პასპორტი, პირადობის მოწმობა და საზღვარგარეთ წასასვლელი ბილეთი, თბილისში ახმეტელისა და დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე დაკარგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
საიმერლოს რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებულ ასფალტს, სპეციალური მასალით
ამოავსებენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს რამდენიმე ქუჩაზე დაზიანებულ ასფალტს, სპეციალური მასალით ამოავსებენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტს 2019 წელს
ბიუჯეტში ნაშთის სახით, 5 694 000 ლარი დარჩა.
მარნეულის მუნიციპალიტეტს 2019 წელს ბიუჯეტში ნაშთის სახით, 5 694 000 ლარი დარჩა.
სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით კიდევ
ერთი ადამიანი, 22 წლის სალომე გაგუა, გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით კიდევ ერთი ადამიანი, 22 წლის სალომე გაგუა, გარდაიცვალა.
საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და
7921 დაშავდა.
საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა.
საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და
7921 დაშავდა.
საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა.